
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კომპანია?
შპს“გლობალ კომპანი“ სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. მრავალწლიანი გმოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა თავი, როგორც საიმედო პარტნიორმა, რასაც ადასტურებს კომპანიის ყოველწლიური ტვირთ-ბრუნვის მაჩვენებელი. ოპტიმალური მარშრუტებისა და ტრანსპორტირების მეთოდების შეთავაზებით, ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიას. კომპანია თავაზობს თავის კლიენტებს ფართო სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურების სპეკტრს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სრულფასოვანი ექსპედიტორის სტატუსი, საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ნებისმიერი სირთულის არასტანდარტული პრობლემები.
„გლობალ კომპანი“-ს უპირატესობა საკონტეინერო ბაზარზე ხასიათდება, რამოდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორის კომბინაციით: პირდაპირი ხელშეკრულებები პორტებთან, საზღვაო ხაზებთან, რკინისგზის პლათფორმების და ვაგონების მფლობელებთან. მკაცრი ანგარიშვალდელუბების და პასუხისმგებლობის პრინციპები დამკვეთის წინაშე, ინდივიდუალური მიდგომა მისი პრობლემების გადასაჭრელად და ასევე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მაღალი ხარისხის მომსახურება.
ჩვენი მიზანი თქვენი წარმატებაა!
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისათვის.
